პოლიტიკა
თუ მე-18 მუხლში ეს ცვლილებები შევა, კიდევ უფრო გართულდება ინფორმაციაზე წვდომა - სულხან სალაძე
კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება, დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.
სალაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა გაართულებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვების პროცედურას.
„ზოგადად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ამ შემთხვევაში მე-18 მუხლში იმ ფორმით, რასაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, არის მიუღებელი. ერთი, რომ ეს პროცესები დაიწყო მიმდინარე კვირაში და უცებ ვიგებთ, რომ დამატებით შეაქვთ პირობები და ეს ნორმაც უნდა შეიცვალოს. ახლა ვიგებთ, ღამით შეკრებილან და გადაუწყვეტიათ, რომ ალტერნატიული შემოთავაზება იყოს.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ კონსტუტუცია არ არის იმ ტიპის კანონი, სადაც ერთ ღამეში შეიძლება ცვლილების შეტანა. მეორე მხრივ, ის შემოთავაზება, რაც ჩვენთვის ცნობილია, აბსოლუტურად მიუღებელია. ის აუარესებს არსებულ სტანდარტებს, დაბლა წევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ რეგულაციებს და ტოვებს ძალიან ბევრ საშუალებას იმისა, რომ ბუნდოვან პირობებში სახელმწიფოს სტრუქტურებმა და თვითმმართველობებმა ინფორმაციის გაცემა ბევრად უფრო პრობლემური გახადონ, ვიდრე დღემდე არის. ახლაც არის პრობლემები ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით და შემიძლია ღიად ვთქვა, თუკი ამ ფორმით იქნება მიღებული მე-18 მუხლი, კიდევ უფრო გართულდება ინფორმაციაზე წვდომა“, -თქვა სალაძემ ჟურნალისტებთან.
ახალ რედაქციაში, რომელსაც იურიდიული კომიტეტის საპარლამენტო სხდომაზე განიხილავენ, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი ასეა ფორმულირებული: „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


