პოლიტიკა
თუ ხელისუფლება წინასაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოდელს არ გაიზიარებს, “პატრიოტთა ალიანსი” თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება წინასაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათ მოდელს არ გაიზიარებს “პატრიოტთა ალიანსი” ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის მოდელის პრეზენტაციას დაესწრო.
“საქართველოს პატრიოტები ოპოზიციურ სპექტრს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება იქნება შეუვალი და არც ერთ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების თემაზე”, - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა, შეიცვალოს ქვეყანაში საარჩევნო გარემო და საარჩევნო კანონმდებლობა.
“ჩვენ მკაფიოდ ვაყალიბებთ ჩვენს მოთხოვნებს, რომ არა 2050 წელს, არამედ ახლავე უნდა მოხდეს გადასვლა პროპორციულ არჩევნებზე. აღარ უნდა იყოს საუბარი, რომ მხოლოდ გამარჯვებულ პარტიას დარჩება დარჩენილი მანდატების 100%, ანუ ნაშთი, რაც აბსურდია. ეს დარჩენილი მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. არის სხვა დეტალები, რომელიც არჩევნების თავისუფალ რეჟიმში ჩატარებას უკავშირდება, ამის საშუალება ოპოზიციურ პარტიებს უნდა მისცეს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ, რომელსაც ქვეყანაში თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა ევალება ”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


