პოლიტიკა
თუ კერძო მეწარმეები ვერ უზრუნველყონ ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გაარემოს, მაშინ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ - ბექა ნაცვლიშვილი
ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმებიც დაცვის კუთხით მძიმე ვითარებაა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ.
მისი თქმით, საწარმოების შემოწმება ეფექტური უნდა გახდეს და უნდა იყოს მიმართული დარღვევების აღმოფხვრისკენ.
„უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით, ზოგადად ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. პირველი, უნდა გაკეთდეს ის, რომ დაუყოვნებლივ ყველა მძიმე, მავნეპირობებიან სამუშაოებში და განსაკუთრებით სამთო მომპოვებელ სფეროში უნდა შევიდნენ, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ისე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტები. მეორე- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმწიფო დროებითი მმართველი, რა თქმა უნდა, შრომით კოლექტივთან და თავად კერძო მფლობელთან ერთად. ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე კერძო მფლობელს არ უნდა გადაეცეს ეს საწარმო სამართავად და მესამე- როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ კერძო მფლობელს სამართავად. თუ შემდგომშიც განმეორდება ასეთი რამ, მაშინ შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საწარმოების ნაციონალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველა ჩვენი მოქალაქის სიმდიდრე, ეს არის წიაღისეული, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის და თუ კერძო მეწარმეები მას სათანადოდ ვერ განკარგავენ, ასევე თუ არ შეუძლიათ, რომ უზრუნველყონ ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გაარემო, მაშინ შესაბამისად ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ჭითაურაში არის სახელმწიფო მმართველი შესული ეკოლოგიური დარღვევების გამოსწორების მიზნით. ეკოლოგიური პრობლემებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრობლემები. მაგრამ როდესაც საფრთხე დგება ადამიანის სიცოცხლის, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმ საწარმოებში, სადაც არის მომატებული რისკი, სადაც არის იმის ალბათობა, რომ ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს, გადამოწმების შემდეგ, სახელმწიფო მმართველი უნდა შევიდეს“,- განაცხადა დეპუტატმა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში საწარმო შემთხვევის შედეგად 6 მუშა დაიღუპა და 3 დაშავდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


