პოლიტიკა
თუ გადაწყვეტენ მოქალაქეებზე ძალადობას, უნდა იცოდნენ, რომ ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაიცვას თავი - ანა წითლიძე
"თუ ისევ გადაწყვეტენ მოქალაქეებზე ძალადობას, უნდა იცოდნენ, რომ ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაიცვას თავი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ისინი არ მისცემენ არავის იმის შესაძლებლობას, რომ ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა".
"4000 გდდ-ს თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვთ განსაკუთრებით იმ რღვევის შემდეგ, რაც “ოცნებაში” ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს, ვერ მოერევა თუ ის გაბედავს ხელის აწევას საქართველოს მოქალაქეებზე"- ამბობს წითლიძე.
როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანაში თუ ვინმე 13 წლის განმავლობაში ძალადობს, ეს არის რეჟიმი.
“ჩვენ გვინახავს ე.წ ხელისუფლების უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე როგორ სცემენ, აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვინახავს სპეცრაზმმა როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ ლევან ხაბეიშვილი, გურამ როგავას ამბავი, იმ ახალგაზრდა ადამიანებს თავში რომ ურტყამდნენ წაქცეულს და ესეც ღმერთმა გადაარჩინა, კარგად გახსოვთ, ამიტომაც ჩემი განცხადების ძირითადი არსი შემდეგი და მე გავიმეორებ ამას, რომ თუ ე.წ ხელისუფლებას, რეალურად ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც საქართველოს მოქალაქეებში, რომელიც გამორჩეულია სისასტიკით საქართველოს მოქალაქეებზე და 500-მდე საქართველოს მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა, არცერთი სპეცრაზმელი და თუ მათ გადაუცდებათ ხელი, რომ მშვიდობიანად გამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, მოდიან საკუთარი შვილებით და ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ-მა ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა, ეს არის ძირითადი არსი ჩემი განცხადების და ვიმეორებ, 4000 გდდ-ს თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვთ განსაკუთრებით იმ რღვევის შემდეგ, რაც “ოცნებაში” ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს, ვერ მოერევა თუ ის გაბედავს ხელის აწევას საქართველოს მოქალაქეებზე.
მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად სცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული, ფეხებს რომ ურტყამდნენ ეგეთი ახალგაზრდის დაცვას ცდილობდა. დავით ქაცარავა რომ გაიტაცეს და სცემეს, ეს კადრები ნანახი გაქვთ? მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გურამ როგავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ტელევიზიას, მშვიდობიანად იდგა, როდესაც გდდ-ს სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა, ამიტომ როდესაც ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლება სხვა არაფერი არ დარჩენია, ყველა აქციის დროს ეს დაგვანახა, რომ მშვიდობიანი აქციების დროს საქართველოს მოქალაქეებს არბევს, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძალიან კარგად გაიგონ ეს, თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც ყველა აქციის დროს, როგორც რეჟიმი იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი," - განაცხადა ანა წითლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


