პოლიტიკა
თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა კლება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი - იანოშ ჰერმანი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა კლების ტენდენცია მაშინ იქნება ყურადსაღები, თუკი ის მომავალშიც გაგრძელდება. ასე გამოეხმაურა უცხოელი დიპლომატი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევას, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, რაც 5%-ით ნაკლებია 2017 წლის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგებზე.
„ყოველთვის არის სხვადასხვა გამოკითხვები ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს. რყევის დიაპაზონია, რომელიც ან მატულობს ან იკლებს. არა მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი უნდა მივაწეროთ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზაციებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გაანალიზონ ეს მონაცემები. თუ ეს გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას“, -თქვა ჰერმანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


