პოლიტიკა
თუ ეს ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება - რევაზ არველაძე
თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი დადგება, - განაცხადა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ .
დეპუტატის თქმით, ის ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგი იყო.
„საქართველოში თანდათან უარესდება ენერგეტიკული მიმართულებით მდგომარეობა. მთელს მსოფლიოში ენერგეტიკა პირველ პრიორიტეტად ითვლება, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ მიმართულებით მაღალგანვითარებული ქვეყნები არიან.
აქედან გამომდინარე, მე პარლამენტში ექვს პრიორიტეტს შემოვიტანდი და სწორედ ენერგეტიკიდან დავიწყებდი, რადგან წარმოდგენილი ხუთი პრიორიტეტიდან ვერც ერთი ვერ შესრულდება, თუ შესაბამისი ენერგოუზრუნველყოფა არ იქნება. საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. სამწუხაროდ, გენერაცია ამას ვერ მიყვება. შესაბამისად, მუდმივად ხდება იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ზრდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმებულიყო. ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რადგან საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის მხრიდან მუდმივად ხდება იმის მოთხოვნა, რომ შეწყდეს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება საქართველოში. თუ ეს ასე გაგრძელდა და ამას ავყევით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება, რაც არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ ქვეყნის კრიზისი იქნება. დადგება საკითხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა, რასაც მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი“, - განაცხადა რევაზ არველაძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას მისამართით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


