პოლიტიკა
თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ცოდნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათია არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებში მისი დიდი გამოცდილების გამო.
ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუტს სწორედ საგარეო ურთიერთობები ეხება.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათია არსებობს, რადგან მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობების საკმაოდ დიდი გამოცდილება. საპრეზიდენტო ინსტიტუტი დღეს არის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც გარე ურთიერთობები ეხება. თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ცოდნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რაც მან 2005 წელს დაამტკიცა კიდეც, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები განახორციელა. მაშინ შევძელით რუსეთის ჯარების ვადაზე ადრე გაყვანა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის გამოცდილება მისასალმებელია.
ცნობისთვის, ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


