უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 თებერვალი, 2017 13:55
font-size

თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ წერილის შინაარსს, ზეწოლის ნიშნებს ვერ დავინახავთ - კახა სოფრომაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილში ზეწოლის ნიშნები არ იკვეთება.

როგორ სოფრომაძემ, პრესკონფერენციაზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საზოგადოებამ სასამართლოს იმიჯს უნდა გაუფრთხილდეს.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა სენსიტიურია და ვიღაცამ აშენოს სასამართლოს სისტემა და ვიღაცამ ქვა ესროლოს - ამით საქმე არ გაკეთდება.

„სამი-ოთხი დღე საზოგადოება იყო ბუნდოვან სიტუაციაში – ვინ ვის უწევდა ზეწოლას და რა სახით, გაუგებარი დარჩა ხალხისთვის, ყველა უნდა გაუფრთხილდეს სასამართლოს იმიჯს. ვიღაცამ აშენოს სასამართლო სისტემა და ვიღაცამ ქვა ესროლოს, ამით საქმე არ გაკეთდება. სასამართლო სისტემა სენსიტიურია, ამიტომ საზოგადოება ფრთხილად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ვიდრე არ მივიღებთ დასაბუთებულ ინფორმაციას, არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეების მანძილზე გვესმოდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა მოსამართლეებზე. თუ ჩვენ კარგად წავიკითხავთ წერილის შინაარსს, ზეწოლის ნიშნებს ვერ დავინახავთ. მუქარას ან შანტაჟს ადგილი არ აქვს. სანამ სკანდალი დაიწყებოდა, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეღო დაინტერესებულ მხარეებს და შემდეგ დაწყებულიყო ფაქტების გასაჯაროება“,-აღნიშნა სოფრომაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული წერილების არსებობის შესახებ მისთვის უცნობი იყო. თუმცა, როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, მას როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის ეს არც უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან იუსტიციის საბჭო საგამოძიებო ორგანო არ არის.

„ჩემთვის ეს უცნობი იყო, როცა ჟურნალისტებმა მკითხეს. წესით არც უნდა მცოდნოდა იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო საგამოძიებო ორგანო არაა და თავი უნდა შევიკავოთ კომენტარებისგან. მე ვერავის ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ სუსტია სასამართლო სისტემის ნდობის საკითხი საზოგადოებაში, ამისთვის ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო. ფაქტია, რაც მოხდა კეთილისმსურველს არ გაუკეთებია“, - განაცხადა კახა სოფრომაძემ.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი