პოლიტიკა
თუ ჩინჩალაძეს დავნიშნავთ, ქართველი ხალხის მოტყუება გამოგვივა...ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის, დავუჩოქეთ და ვთხოვეთ, არ გაგვწიროთ - გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციან სიას დაამტკიცებს, ამით მოხდება ამომრჩევლის მოტყუება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა დაშვებული შეცდომებისთვის.
„გუნდიდან წასვლა არის ტექნიკური და ორგანიზაციული ნაწილი. ის არ არის მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. მე კენჭისყრის დროს მაგ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა მივეცი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის თემა ჩვენმა პრობლემებზე არ გადაფაროს. იმიტომ, რომ დაიწყონ ჩვენმა ოპონენტებმა ასეთი ტაქტიკით მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით. ეკაზე რაღაცა ცუდს ამბობენ, შემდეგ შეიძლება სხვებზეც იგივე გააკეთონ. მე გუნდში ვიქნები, არ ვიქნები, მთავარი ჩვენ არ ვართ, მთავარი არის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. სულ რომ არ ვიყო მე, მოსამართლეებად უღირსი ადამიანების შერჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა. თუ ჩვენ ჩინჩალაძესა და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით. ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ ხალხს და ვთხოვეთ, შეგვეშალა, არასწორები ვიყავით, ბევრი რამე არასწორად გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ნუ გაგვწირავთ, სააკაშვილი უარესია და არ გვინდა, ქვეყანა დაიღუპოს და მოდით არჩევნებზე, გვიშველეთ“, - განუცხადა დეპუტატმა „კურიერს“ სატელეფონო ინტერვიუში.
„ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიამ გამოიწვია. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ, რაც პარლამენტის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ არალოგიკური უწოდა.
ამის გამო მმართველი გუნდი ორ ბანაკად - ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


