პოლიტიკა
თუ ჩემს განცხადებებზე უარს მივიღებ, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელ კომისიას დავტოვებ - ადა მარშანია
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ ქმედებებზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ის დატოვებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობა ბევრ კითხვას ბადებს.
„კომისიის სხდომაზე მივალ, რათა კომისიის თავმჯდომარისგან პასუხი მივიღო, რა გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. მათ შევთავაზე, რომ იმ საკითხებისა და დანაშაულებების გამოძიების წრე გააფართოონ, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანაში ხდებოდა ან მეორე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებს გამოიძიებს. ეს კომისია რეგლამენტის დიდი დარღვევებით დაკომპლექტდა, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ.
თავად შემადგენლობა ბევრ კითხვას ბადებს და საერთოდ, ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. თუ ჩემს განცხადებებზე უარს მივიღებ, კომისიას დიდი სიამოვნებით დავტოვებ, რადგან ამ შემადგენლობასთან მუშაობა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა დეპუტატმა.
17-კაციან კომისიაში უმრავლესობას „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს, ხოლო კომისიას ამავე პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს, ხოლო მისი თანაგუნდელი ოთარ კახიძე კომიტეტის მდივანია.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


