სამართალი
თუ ჩამოხრჩობას მიპირებთ, ვიცოდე მაინც! - ლევან ხაბეიშვილი
თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც! - ასე გამოეხმაურა პროცესზე ლევან ხაბეიშვილი მისი სასამართლო სხდომის გადადებას.
ენმ-ს ბრალდებულმა ლიდერმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი პროცესები განზრახ ჭიანურდება და ამის დასტურია 22 იანვარს ჩანიშნული პროცესიც.
„სასამართლოს ჩატარება არ უნდათ. ასეთი რამ არ მინახავს. მეხუთე თვე დაიწყო და სასამართლო ვერ ჩავატარეთ,“ - განაცხადა სხდომაზე ხაბეიშვილმა.
„პროკურორი იმას კი არ მედავება, რომ მე რამეს ჩუმად ვაკეთებდი, დანაშაული ჩავიდინე თუ არა. თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, ეთერში როცა ვიყავი, ნამდვილად მე რომ ვიყავი. ანუ მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი საკანში მამყოფეს. ახლაც მოვიდა პროკურორი და ამბობს, გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბოლო ბოლო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს მალე უნდა მოხდეს.
ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რომ ივნისში გაკეთებულ განცხადებაზე სექტემბერში დამიჭერდი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


