პოლიტიკა
თუ ბანკი ჩათვლის, რომ მისი უფლებები იზღუდება, მზად ვართ, კონსულტაციის რეჟიმში ვიყოთ ბანკთან - ბიზნესომბუდსმენი
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში “თიბისი ბანკს" მხარდაჭერას უცხადებს და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ბანკსა და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა.
სავაჭრო პალატის განცხადების თანახმად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ბიზნესის დიდი ნაწილი მოექცა სახელმწიფო სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, მათ შორისაა “თიბისი ბანკიც“. მთავრობის ასეთი მოქმედებები კი უარყოფითად აისახება ქვეყანაში ბიზნესგარემოზე.
განცხადება გააკეთა ბიზნესომბუდსმენმაც. ირაკლი ლექვინაძემ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, “თიბისი ბანკს" სურვილის შემთხვევაში შეუძლია, ბიზნესომბუდსმენს დახმარების თხოვნით მიმართოს.
„ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რაც არსებობს ამ თემის ირგვლივ. ეს უნდა ჩაცხრეს, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბანკისთვის, რადგან ესაა საფინანსო ინსტიტუტი.
თუ არსებობს საგამოძიებო უწყების მხრიდან კითხვები, ბუნებრივი, ამ შეკითხვებზე იქნება შესაბამისი პასუხები. თუ ბანკი ჩათვლის, რომ მის მიმართ რაღაც ეტაპზე ხორციელდება ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს მის უფლებებს, მზად ვართ, კონსულტაციის რეჟიმში ვიყოთ ბანკთან“, - განაცხადა ლექვინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


