პოლიტიკა
თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ხვალ თავის თანამდებობაზე - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ არის, თუმცა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს ამ საკითხის შესწავლა დაავალა.
„მინდა, აბსოლუტური სერიოზულობით განვაცხადო - თუ ასეთი რამ რეალობაა, არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ხვალ თავის თანამდებობაზე, სადაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უამრავი რესურსი არსებობს.
„არ მინდა ჩამოვთვალო. არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტოების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ფაქტებს ვაწყდებით ყველა ჩვენგანი; კიდევ ბევრი ხარჯია, რომელიც შეიძლება, ყოველგვარი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე შემცირდეს და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად ადამიანების 10 პროცენტი შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. არაფერი საამისო არ გვჭირს დღეს ნამდვილად. ჩვენ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ჩვენი განვითარების ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან და არავითარ შემთხვევაში, ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე. შეიძლება ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ვინაიდან მედიაში ეს ინფორმაცია არის გასული, მე ვალდებული ვარ, ასევე საჯაროდ გავაკეთო რეაგირება ამ საკითხზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


