კომენტარი
თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ არ უნდა დააფაროს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ ნდობისთვის, აუცილებებლია საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.
,,ის რომ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომ არ გაჩნდეს დამატებითი ეჭვები. ვერ ვიქნები მხარე და ნამდვილად ვერ დავადასტურებ ყველა დეტალს, რადგან ვიცი მხოლოდ ის რაც გავრცელდა. თუ ეს დადასტურდა, რასაც ყვება ჟურნალისტი, ეს იქნება ძალიან დიდი სერიოზული რეაგირების საგანი. ასეთი ქმედება ჩრდილს აყენებს ისეთი ღირსეული პოლიციელების საქმიანობას და იმიჯს, რომელთა საქმიანობა გმირობის ტოლფასია. ამიტომ ინსტიტუციური ავტორიტეტისთვის და სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ არ უნდა დააფაროს და საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მოხდეს’’, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიას’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში სასტუმრო ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიცილებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’
მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


