კომენტარი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.
„პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა და ამ მაჩვენებლების მაქიმალური დასტაბილურება.
ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარა სისხლდენის შეჩერებისთვის. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. როგორც აღვნიშნე ჰემადინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური.
პაციენტმა მოგვმართა დააახლოებით ღამის 3 საათამდე. სისხლდენა შეჩერებულია. ჩვეულებრვი პროცედურაა ახლა, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს მივცეთ საშუალება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალრუად დასტაბილურდეს. დარჩება სააავადმყოფოში რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. ასევე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად, ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები.
ცოტა ხნის წინ, კავკასიის მედიცინის ცენტში საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდნენ. კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42
მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი
5 მარტი, 2026 , 16:53


