კომენტარი
მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძემ დღეს თინა ხიდაშელის განცხადებებს მოღალატეობრივი უწოდა და სამართალდამცავებს დაინტერესებისკენ მოუწოდა.
საუბარია განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მოქმედ ირანულ „უნივერსიტეტს“ ეხება და ასევე კვლევაზე, რომელიც ხიდაშელის დაფუძნებულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. კვლევაში ირანიდან ნავთობპროდუქტების მზარდ ვაჭრობასთან დაკავშირებული ფაქტები და მონაცემებია აღწერილი.
„მე მოვისმინე მისი განცხადება. ის პირდაპირი მნიშვნელობით იმუქრება - მიმართავს სამართალდამცავებს, რომ დაინტერესდნენ ჩემით. მაგის სიტყვებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მაყურებელმა იცოდეს, რაზეა საუბარი და ასევე ის, რომ მან უპასუხოს პრინციპულად მნიშვნელოვან კითხვებს.
2010 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და 2019 წლიდან გარდაბნის რაიონში მოქმედებს უნივერსიტეტი (ბრჭყალებში უნივერსიტეტი), რომელსაც, საბედნიეროდ, აკრედიტაცია არ აქვს, თუმცა მის ხელმძღვანელს ბატონი ვაშაყმაძე, რომელიც პრემიერის ადმინისტრაციაში ინტერელიგიური საბჭოს მეთაურია, მოიხსენიებს, როგორც რექტორს.
ეს დაწესებულება ირანშია რეგისტრირებული და შექმნილი. სანქცირებულია აშშ-ის მიერ, ვინაიდან, როგორც მიზეზებში წერია, ეწევა რეკრუტირებას იდეოლოგიური წინააღმდეგობისთვის და ამ იდეოლოგიით ზრდის ახალგაზრდებს. ამ დოკუმენტებში ისიც წერია, რომ „გუშაგთა არმიის“ მოსამზადებელი ერთ-ერთი ინსტიტუციაა. სამწუხარო ამბავია, რომ ამ უნივერსიტეტის წარმონაქმნი საქართველოში მოქმედებს. მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე.“ - განაცხადა ხიდაშელმა.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამ განცხადებებს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება შეიძლება, მოჰყვეს, უპასუხა, რომ საქართველოში ტროტუარზე დგომისთვის ასამართლებენ ხალხს და თუ გადაწყვეტენ, ფიქრობს, რომ ამას შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება.
„ტროტუარზე დგომისთვის ასამართლებენ ჩემს ქვეყანაში 2026 წელს ხალხს და ამიტომ გამორიცხული არაფერია. პრობლემა გვაქვს იმ წარმონაქმნთან, რომელიც, ფაქტობრივად, ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და რომელიც ამზადებდა „ირანის გუშაგთა არმიის“ ერთგულ კადრებს, როგორც ეს წერია აშშ-ის მიერ სანქციებზე გამოცემულ დოკუმენტში.
ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებას და მაქვს შიში, რომ შესაძლოა, ჩემს ქვეყანას საფრთხე დაემუქროს, რადგან, როცა ეს კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში“. - განაცხადა ხიდაშელმა.
26 თებერვალს ამერიკულ გამოცემა „The Hill”-ში გამოქვეყნდა თვალსაზრისი სათაურით „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა“ მასალაში გამოცემა Civil IDEA-ს ახალ ანგარიშზე წერს, სადაც საქართველოში ირანიდან იმპორტირებულ ნავთობზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2025 წელს ირანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
კერძოდ, თუ 2020 წელს, ირანიდან 1 346 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 2025 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი გაორმაგდა და 2 740 ტონა შეადგინა. 2020 წელს, ირანიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ღირებულება 683 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა და 2 413 000 აშშ დოლარს მიაღწია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


