პოლიტიკა
თუ არ მოსწონდა კარტოზია-ცინცაძის ესტაკადის პროექტი, რატომ ჩაურიცხა მერმა შპს ზიმოს მილიონი ლარი? - ირაკლი ნადირაძე (ვიდეო)
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას კარტოზია-ცინცაძის ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის შეჩერების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა. პარტიის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, დავით ნარმანიას მშენებლობის შეცერების ნამდვილი მიზეზი არ დაუსახელებია.
„დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოსთხოვა ვალდებულებების შესრულება, რომლითაც ის ვალდებულია, რომ მოთხოვნისთანავე დაეთმო თბილისელებისთვის იმ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ესტაკადას უნდა გაევლო და უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეხარჯა 500 ათასი ლარი ან დავით ნარმანიას უნდა ეთქვა ტყუილები, თითქოს იქ ხეები იჭრებოდა, თითქოს იყო სხვა სახის პრობლემები და თავზე ნაცარი დაეყარა“, - განაცხადა ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ესტაკადის მშენებლობისთვის შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ჩაერიცხა, რომელსაც კომპანია თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს.
„თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ამ კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს. მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა.
შეგახსენებთ, დავით ნარმანიას განმარტებით, ესტაკადის ასაშენებლად 87 საღი ხე უნდა მოჭრილიყო, რის გამოც მერიამ პროექტის შეჩერება გაადწყვიტა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


