სამართალი
თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც დეკანოზს იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში - მეუფე იაკობი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას ილია მეორისგან აქვს მოსმენილი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე დამნაშავეა. ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებით, მას პირად საუბარში მეუფე გრიგოლმაც დაუდასტურა, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.
კითხვაზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საპატრიარქოს პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო თუ არა, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო.
„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე“, -აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე, რომელიც მას ადანაშაულებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „მატყუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ტყუილია“.
მან ასევე ჭორი უწოდა დეკანოზის განცხადება, რომ ის და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ყველაზე დიდი გავლენებით გამოირჩევიან.
გარდა ამისა, მეუფე იაკობი სასულიერო პირების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო შეკრება უნდა შედგეს.
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც მას იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში“, -განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ის არავის ემუქრება და მისი სიტყვების ადრესატია ყველა ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავს.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ციანიდის საქმეზეც იმსჯელებს.
„ალბათ შემოდგომაზე შევიკრიბებით. კონკრეტულად მაგ საკითხზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ეგეც იქნება“,– განაცხადა მეუფე იაკობმა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსის აზრით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ“.
მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო.
ცნობისთვის, ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ. ციანიდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდადა დეკანოზი დამნაშავედ ცნეს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


