პოლიტიკა
თუ არ გაემიჯნებიან „ქართულ მარშსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით - გიგა ბოკერია ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქართულ ოცნებასა“ და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა, იღებენ თუ არა ისინი „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ მხარდაჭერას.
მისი თქმით, მათი მხარდაჭერის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაადასტურებს ამ ჯგუფების შექმნაში მის მონაწილეობას.
„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები. გუშინ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს „პატრიოტთა ალიანსმა" და „ქართულმა მარშმა", ასევე სხვა წვრილმა ჯგუფებმა, რომელთა შესახებ ყველაფერი ცნობილია. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და მათ პოლიტიკურ ჯგუფს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა მხარდაჭერას ამ ჯგუფებისგან, გეგმავენ თუ არა, რომ შეირგონ, თუ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი არ აქვთ. თუ არ გაემიჯნებიან და პოზიციას არ დაადასტურებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ, თუ რატომ არ შეიძლება პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს ამ ადამიანს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, გუნდისთვის, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსისა" და "ქართული მარშის" მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, ის გუნდი თვითიდენტიფიკაციას ახდენს.
დღეს „ქართულმა მარშმა“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი ხელისუფლება მათ ორ პირობას შეასრულებს. ესენია: 1) პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და 2) რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


