პოლიტიკა
წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში კვლავ დაბალია - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’
წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში კვლავ დაბალია, თუმცა მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობა არაეფექტიანად მიიჩნევს, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ კვლევაში - „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016.“
ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ფართო კვლევაა, რომელიც კორუფციის მხრივ მოქალაქეთა გამოცდილებას ეხება და რეგულარულად ქვეყნდება 2002 წლიდან. 2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კვლევას მეცხრედ აქვეყნებს.
„კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ 2016 წლის რეგიონული კვლევის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის თითქმის 60 000 მოქალაქე გამოკითხა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში კორუფციის დონისა და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის თაობაზე.
კვლევის თანახმად, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12 % ასახელებს.
ამ მაჩვენებლის სიმცირით საქართველო კვლევის ფარგლებში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილს იკავებს გერმანიის (2%), შვედეთითს (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. საქართველოს შემდეგ ამ სიაში ბელარუსი (14%) და პოლონეთი (15%) მოდიან. შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამავე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: აზერბაიჯანში მოქალაქეთა 21% ასახელებს კორუფციას ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის, თურქეთში - 22%, სომხეთში - 37%, რუსეთში - 39%. რეგიონის ქვეყნებიდან ასევე აღსანიშნავია უკრაინა (56%) და მოლდოვა (67%).
კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით (როდესაც კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევა გამოქვეყნდა), როცა ის 4%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა, რომელთა განხორციელება მათი პროგნოზით ხელს შეუწყობს კორუფციის შემცირებას და მოქალაქეთა უფრო აქტიურ მონაწილეობას კორუფციასთან ბრძოლაში:
ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა, რათა მოქალაქეებს უკეთ შეეძლოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში), რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღამსასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას, ასევე მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან დათხოვნის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შექმნას.
მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება
მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება
საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


