სამართალი
წვრილმანი ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ვისაც პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს
პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას თუ არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული და მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
ცვლილებების მიხედვით, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გასაჩივრდება და უშუალოდ სასამართლოში გასაჩივრდება.
პროექტით კონკრეტდება, რომ ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ შეაჩერებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


