პოლიტიკა
ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება - სოზარ სუბარი
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, აქცენტი გაკეთებულია არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტიანობის გაზრდაზე.
„ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე.
მაგრამ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე როცა ვლაპარაკობთ, რაღაც კატასტროფულ ან ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ძალიან მცირე ნაწილია ამ შემთხვევაში ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტიანობაზე. თანხა, ცხადია დაიზოგება, თუნდაც შენობების მიმართულებით, მაგრამ ეფექტიანობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ეფექტური, ცხადია დარჩება სამინისტროების შერწყმის შემდეგაც და არჩევანი გაკეთდება პროფესიონალებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


