სამართალი
ცოცხალი ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მკვლელობა - 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული
ვაკონკრეტებ, რომ ცოცხალი ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მკვლელობა, - განაცხადა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბექა შენგელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გახმაურებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
,,თავს ნაწილობრივ ვცნობ უდანაშაულოდ. ვაკონკრეტებ, რომ ცოცხალი ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მკვლელობა. დანაწევრება მოხდა იმ მიზნით, რომ პრაქტიკული ყოფილიყო მისი გადაადგილება. არც რიტუალური მიზანი ამ მკვლელობას არ ჰქონია. ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომ ამ დამამძიმებელ გარემოებებს არ ვეთანხმები’’, - განაცხადა ბრალდებულმა.
ცნობისათვის, ხანდაზმული ქალის მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილს, 24 წლის მამაკაცს და არასრულწლოვან გოგოს ედებათ. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი სხვა ორ ახალგაზრდა მამაკაცს აქვს წარდგენილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


