სამართალი
ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული პატრულ ინსპექტორი 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი ლ. რ. , 14 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ. რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ. რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


