პოლიტიკა
წმინდა სინოდი აშკარად დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს - გოჩა მირცხულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორის, გოჩა მირცხულავას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მიანიშნებს იმაზე, რომ წმინდა სინოდი დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს.
„საქართველოს წმინდა სინოდში მძლავრია პრორუსული ფრთა, ეს ერთი. მეორე, არაფერია ნათქვამი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით და ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში ვითარება არის დაძაბული და გახლეჩილია იქ ერი, მრევლი და ა.შ. მესამე უმნიშვნელოვანესი მომენტი გახლავთ ის, რომ საქართველოს წმინდა სინოდი, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილებების და საკვანძო მომენტების დროს გაექცა პასუხისმგებლობას რეალურად და ამ შემთხვევაში გაექცაზე უარესი გააკეთა, ის აშკარად დადგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს. ეს არის აბსოლუტურად უგონო გადაწყვეტილება, ეს არის არაგონივრული როგორც ისტორიულ, ასევე სახელმწიფოებრივ პრიზმაში და ეს არის დიდი სირცხვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“,- განაცხადა მირცხულავამ.
ცნობისთვის, წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობას შემდეგ სხდომაზე გააგრძელებს.
განჩინების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოხატავს.
„მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


