პოლიტიკა
ცხადი იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას - ეთან კორბინი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორი, ეთან კორბინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას წერილით მიმართავს.
წერილის ქართულ თარგმანს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
„ძვირფასო ბატონო იზორია,
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, რაიმონდ კნოფსის სახელით, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო შაბათს, 27 მაისს, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის.
საკომიტეტო მოსმენამ, რომელშიც თქვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მონაწილეობდით, ბრწყინვალედ ჩაიარა. თქვენ საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეთ და მათ მიმართ თქვენი სახელმწიფოს საპასუხო ზომები წარმოადგინეთ. ჩვენმა დელეგატებმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინეს თქვენი ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომლის მნიშვნელობას შემდგომმა დისკუსიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად აუცილებლად დაუბრუნდება, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები წინ წამოიწიოს.
როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამ გზის გასავლელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა. მადლობელი ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან თქვენი შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. თქვენმა წვლილმა მნიშვნელოვნად განაპირობა ასამბლეის წარმატებით ჩატარება. ველით თქვენს ასამბლეის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას.
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ერის სამსახურში.
პატივისცემით,
ეთან კორბინი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორი“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


