საზოგადოება
წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში კვლავ მესამე ადგილზეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წითელას გავრცელების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. დაავადების გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ პირველი არხი იტყობინება.
საუბარია წითელას გამოვლენის მაჩვენებელზე ერთ მილიონ მოსახლეზე – 2018 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში. საქართველოში ამ პერიოდში დაავადების 3017 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 768.58).
ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მადაგასკარი გავიდა, სადაც 69 720 შემთხვევა გამოვლინდა (კოეფიციენტი 2800.61), მეორე ადგილზე უკრაინაა 72 408 შემთხვევით (კოეფიციენტი 1629.39). ასევე, ხუთი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთში, პაკისტანში, ფილიპინებზე, იემენში, ბრაზილიაში, ნიგერიაში, ტაილანდსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ ქვეყნებში დაავადების გავრცელების კოეფიციენტი შედარებით დაბალია.
წითელას შემთხვევები მომატებულია მთელ მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წითელას გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


