პოლიტიკა
წინასაარჩევნო პროგრამის შედეგები სწრაფად იქნება დასანახი - მაია ბითაძე
თბილისის მერის ერთ-ერტი მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, კახა კალაძის გუნდის მიერ წარდგენილი წინასაარცევნო კამპანიის დაპირებების შედეგებს საზოგადოება მალე ნახავს.
„მე ვიქნები ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც დაეხმარება გუნდს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში.
იმ შვიდი მიმართულებიდან, რომელიც იყო პროგრამაში, გარემოს დაცვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ვიდრე მოადგილეები შევუდგებით უფლებამოსილებას, გარკვეული სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, საქალაქო სამსახურებთან ერთად, მოადგილეების დამტკიცების შემდეგ, მომავალი კვირიდან შევუდგებით საქმიანობას და ვფიქრობთ, სწრაფად იქნება დასანახი ის შედეგები, რასაც ჩვენ დავდებთ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელების კუთხით. ამას უნდა უძღოდეს დიდი მუშაობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად გამოყენების კუთხით, ზოგადად მერიისა და მთელი მისი სისტემის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით და მთავარი პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით“, -თქვა ბითაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მერიაში უახლოეს მომავალში მოხდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია.
„ძალიან დიდია ის სისტემა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი მართავს, როგორც საქალაქო სამსახურების, ისე იურიდიული ფორმის ორგანიზაციების თვალსაზრისით. შესაბამისად, ის სტრუქტურული რეფორმები და სტრუქტურული ოპტიმიზაცია, რომლის მთავარი მიზანი იქნება ბიუროკრატიული მანქანის ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, დაპირებისამებრ შესრულდება. უახლოეს მომავალში ზუსტად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი ის ძირითადი მიმართულებები, თუ როგორ განხორციელდება ბიურაკრატიული მანქანის ოპტიმიზაცია“, -თქვა ბითაძემ.
ბითაძის გარდა კახა კალაძემ თავის მოადგილეებად დანიშნა ირაკლი ბენდელიანი, გიგა ნიკოლეიშვილი და ილია ელოშვილი, ხოლო ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერი გახდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


