პოლიტიკა
წინა ხელისუფლებამ შემოიყვანა ჩატაევი და თანამშრომლობდა მასთან - ირაკლი ჩიმაკაძე
ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი ჩიმაკაძემ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასა და მასთან თანამშრომლობაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.
ჩიმაკაძის მტკიცებით, ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იმის გამო მოხდა, რომ წინა ხელისუფლებამ ჩატაევს ბრალი არასწორი მუხლით წარუდგინა.
ჩიმაკაძის განცხადებით, 2017 წელს ჩატაევი საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და ქვეყანაში 20 დღე იმყოფებოდა.
„წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა ჩატაევთან. მაქვს უამრავი ფაქტი. მაგრამ ვერ გავასაჯაროებ. არ ვიცი, ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს თუ არა. რატო გაათავისუფლა?-იმიტომ, რომ არასწორი მუხლით იყო დაკავებული.
როგორ შემოვიდა საქართველოში?-ვინ შემოიყვანა?- წინა ხელისუფლებამ. 2010 წელს შემოვიდა პირველად, ბოლოს არალეგალურად შემოვიდა, ჩვენ არ შემოგვიყვანია, ეს დამტკიცებულია, ყველანაირი მტკიცებულება წარვადგინეთ, მათ შორის იმ მოწმეების, ვინც მონაწილეობდა ტრანსპორტირებაში. სულ რაღაც 20 დღე იმყოფებოდა საქართველოში“, - განაცხადა ჩიმაკაძემ და სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ ჩატაევის ინტერპოლით ძებნილი თანამზრახველები საქართველოში ორი წლის მანძილზე იმყოფებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


