პოლიტიკა
ცილისწამება არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას - სალომე ზურაბიშვილი
ცილისწამება არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მან ცილისწამების შესახებ კანონი საახალწლო მილოცვის დროსაც ახსენა.
„კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვახსენე ჩემი საახალწლო მოლოცვის დროს, ეს არის ცილისწამების შესახებ კანონი. როგორც იცით, პრეზიდენტს არ გააჩნია ახალი კონსტიტუციით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება, ჰქონდეს მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობასა და საზოგადოებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში. საჭირო არის ამის დაწყნარება. ამავე დროს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად, ეს ორი პრინციპი მოდის დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს საკითხი გადაწყვიტეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამის მაგალითად სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთი დაასახელა.
„ბოლო ამისი მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც არათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომელიც ასახული არის ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რამე სახის მზა ტექსი არ არსებობს, ამ კუთხით მუშაობაა საჭირო და საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
„ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს რამე მზა ტექსტი. ცხადია, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ იგივე საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან ჰქონდეს დისკუსიები და ეს გამოვიყენოთ სწორედ შემდეგ დისკუსიებში საკანონმდებლო ორგანოსთან, როცა ამ საკითხზე განხილვა იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


