პოლიტიკა
ცილისმწამებლური განცხადებებით ხელყოფილი იქნა ჩემი და ქალბატონ მანანა კობახიძის პატივი და ღირსება - ეკა ბესელია
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილსა და ქრონიკა პლუსის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს ცილისწამებისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ, ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელიას განცხადებით, სასამართლომ სრულიად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, ელისაშვილისა და კილაძის ბრალდება მის პატივსა და ღირსებას ხელყოფს.
„სასამართლომ ორივე შემთხვევაში მიიღო სრულიად სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ეს იყო ცნობილი, გახმაურებული საქმე, რომლის დროსაც მიზანმიმართულად, წინასწარ დაგეგმილი, ძალიან კარგად გააზრებული განზრახვით, ცილისმწამებლური განცხადებებით ხელყოფილი იქნა ჩემი და ქალბატონ მანანა კობახიძის პატივი და ღირსება. მე როგორც პოლიტიკოს, რომელსაც მაქვს მაღალი თმენის ვალდებულება, ჩავთვალე, რომ ეს იყო ის დაუშვებელი ზღვარი, რომელიც ცდება გამოხატვის თავისუფლებას, თმენის ვალდებულებასა და პირდაპირ შეიცავდა ისეთ ფაქტებს, რომელიც აშკარად ხელყოფდა ადამიანის პატივსა და ღირსებას“, - განაცხადა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გამოძიებამ არ დაადასტურა ფაქტი, რომ ის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
„თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მივმართეთ და გამოძიება მიმდინარეობდა, დასკვნა დაიდო ძალიან დეტალური, გამოქვეყნდა საჯაროდ და იქ აღმოჩნდა, რომ არცერთი ფაქტი, ინფორმაცია, რომელსაც ელისაშვილი აცხადებდა და მას მეორე ხმაში ყვებოდა, ასევე ცილისმწამებელი, ჟურნალისტად წოდებული ელისო კილაძე, არცერთი ეს ფაქტი არ დადასტურდა გამოძიების შედეგად“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ის სასამართლოს ყველა ეტაპს გაივლის, რათა ელისაშვილმა და კილაძემ უარი თქვან თავის განცხადებაზე.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ალეკო ელისაშვილმა და ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიერ პატიმრებისგან შესაძლო ქრთამის აღებაზე ისაუბრეს. ეკა ბესელიამ ეს ცილისწამებად ჩათვალა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ელისაშვილსა და კილაძეს დაევალათ ეკა ბესელიას შესახებ გაკეთებული განცხადებების უარყოფა, ასევე დაეკისრათ ეკა ბესელიას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


