საზოგადოება
ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ის რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრა ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე.
ლომჯარიას თქმით, მოხარულია რომ CPT-ის რეკომენდაციები ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. „წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური ვიზიტი ქართულ ციხეებში, რომლის სამიზნე ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით, არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება იყო - მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე და ა.შ., - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს.
"ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში.
ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს მსგავსი პრაქტიკა.
ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის კეთილმოწყობის მიხედვით განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა". - თქვა ნინო ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


