უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 აპრილი, 2017 11:35
font-size

ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინ ჩადო - დეკანოზი გიორგი მამალაძე

მეუფე იაკობი მართლაც თავიდან ბოლომდეა ჩახედული ამ საქმეში და მან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამებაა და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმულ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს, არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე - დეკანოზი. უფალი განგვსჯის, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის გაგზავნილ წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ქორეპისკოპოს, მეუფე იაკობს, რომელმაც ქადაგებაში თქვა, რომ დეკანოზის საქმეს კარგად იცნობს და ნამდვილად პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

კითხვაზე, თუ რატომ შეიცვალა პროკურატურის ვერსია, როდესაც მან მკვლელობის მომზადება ჯერ პატრიარქს, შემდეგ კი შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირა, დეკანოზი პასუხობს: "ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი. თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა".

კითხვაზე, რეალურად, რაზე ელაპარაკებოდა ის ირაკლი მამალაძეს, დეკანოზი პასუხობს: "პროკურატურამ, სამწუხაროდ, არ გამოაქვეყნა საუბრის ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და ეს უხამსი სიტყვები მხოლოდ ფიგურალური გამოთქმები იყო. როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, ეს ვიდეოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება და ნათელი მოეფინება ყოველივეს".

მისივე თქმით, პროკურატურამ კარგად იცის, თუ რისთვის სჭირდებოდა დეკანოზს ციანიდი.

"პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორედ გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე’’, - აცხადებს დეკანოზი.

ბრალდებული ასევე ამბობს, რომ მას ციანიდი არც შეუძენია და არც ბარგში ჰქონია. ის ამტკიცებს, რომ მას შხამიანი ნივთიერება ჩაუდეს.

"ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია", - აცხადებს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებდა, რომ 2016 წლის აგვისტოში თქვენ ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდით. ამ მოწმის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ თქვენ ამ პიროვნებას არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენაში დახმარებას სთხოვდით. რისთვის გჭირდებოდათ გველის შხამი?

კითხვაზე, რისთვის სჭირდებოდა გველის შხამი, რომლის შეძენასაც პროკურატურის მიერ დადგენილ ერთ-ერთ პირს სთხოვდა, დეკანოზი პასუხობს:

"აქაც აიბნა პროკურატურა. სცადეს მოწმის გამოყენება იმისთვის, რომ გაემყარებინათ ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებები ციანიდთან დაკავშირებით, მაგრამ ტელეფონის ექსპერტიზამ არ დაადასტურა. ამ ფაქტის დეტალებზეც სასამართლოზე უნდა ვისაუბრო".

დეკანოზის თქმით, მას პატრიარქობის ამბიცია არასდროს ჰქონია.

"დეკანოზის ჯვარიც კი მძიმე სატარებელი აღმოჩნდა ჩემთვის", - ამბობს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი