პოლიტიკა
ცესკოს მიმართ მედიის საშუალებით გავრცელდა მორიგი უსაფუძვლო ბრალდება სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებით - ანა მიქელაძე
ცესკოს მიმართ მედიის საშუალებით გავრცელდა მორიგი უსაფუძვლო ბრალდება სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, მონაცემებს პირების შესახებ, რომელთა სამსახურებრივი მდგომარეობა მოითხოვს, რომ ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენენ და გადასცემენ შესაბამისი უწყებები.
„საარჩევნო ადმინისტრაცია კი ვალდებულია უზრუნველყოს მათი კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ისინი შედიან სპეციალურ სიაში, რომელსაც, არჩევნებამდე არაუგვიანეს მესამე დღისა, ანუ 25 ნოემბერს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
ასევე ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ძირითად სიაში იმ ამომრჩევლების გასწვრივ, რომლებიც არიან სპეციალურ სიაში, კეთდება აღნიშვნა - „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას. უნდა აღნიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, სად მისცემს ამომრჩეველი ხმას“, - აცხადებს ცესკოს სპიკერი.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეციალური სიები, რომლებიც პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია 1329 პოლიციელითა და სამხედრო მოსამსახურით. მისივე თქმით, ცესკო ცდილობს სამგორის საარჩევნო ოლქი კონტროლირებადი ხმებით დააბალანსოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


