პოლიტიკა
ცესკომ 2017 წლის საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად 1 მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა - აუდიტის სამსახური
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად 1 მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პერიოდი განისაზღვრა 22 აგვისტოდან 24 ნოემბრის ჩათვლით. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოები გაცემულია ორმაგი ოდენობით. საარჩევნო პერიოდში ყველა შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე გაცემულია დანამატები სარგოს ტოლი ოდენობით სულ – 1,772,843 ლარი.
„საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს თანამშრომლებზე გაცემული აქვს როგორც სარგოს ორმაგი ოდენობა, ასევე იმავე ოდენობით დანამატი. იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი არ აკონკრეტებს დეტალურ მოტივს, თუ რისთვის არის საარჩევნო პერიოდში განსაზღვრული ხელფასის ორმაგი ოდენობით გაცემა, გაურკვეველი რჩება, დანამატი კიდევ რაიმე სხვა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გაიცა, რაც ორგანული კანონით არ იყო განსაზღვრული, თუ იმავე სამუშაოს კომპენსირებაა, რაც ორმაგი სარგოთი ისედაც ანაზღაურდა“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს თანამშრომლებზე დანამატები გაცემულია მოტივით – „ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით“, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების და ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკო-ს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


