პოლიტიკა
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის მათ შეუძლიათ პირველი სექტემბრის ჩათვლით მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) რიგით ნომერთან დაკავშირებით (არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას.
„თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


