პოლიტიკა
ცესკო ენმ-ს მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ფაქტს შეისწავლის
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ფაქტს შეისწავლის.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერების შესახებ ცესკოსთვის დღეს გახდა ცნობილი.
„აღნიშნულ ჩანაწერზე და ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის სიუჟეტის გასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისათვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია აუცილებლად ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მსგავსი ფაქტებით რაიმე ტიპის ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ტიპის დარღვევა იქნება დაფიქსირებული, ამ დარღვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
კითხვაზე, დადგება თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯმდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, ეკა მიქელაძემ უპასუხა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უშუალოდ ფაქტი უნდა შეისწავლოს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირდება, საარჩევნო კომისია რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენს.
„იმ შემთხვევაში, თუ ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე უკვე სხვა უწყებები იქნებიან ჩართულები, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია მოახდენს რეაგირებას დარღვევის არსებობის შემთხვევაში”, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ენმ-დან, ლევან ბეჟაშვილმა დღეს ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


