პოლიტიკა
ცესკო ჩქარობს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას - დავით კირთაძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დავით კირთაძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტება გადაავადონ.
კირთაძის განცხადებით, ყველა კანდიდატთან გასაუბრება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაკომპლექტდეს საოლქო საარჩევნო კომისია.
მისივე თქმით, ცესკო საოლქო კომისიის წევრების დაკომპლექტებას ჩქარობს.
„ცესკო ჩქარობს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრი შეირჩეს ასე, სასწრაფო წესით. გუშინ, 6 საათზე, დასრულდა კონკურსანტთა საბუთების მიღება და სულ არის 174 კონკურსანტი. ჩვენს მიერ ინიცირებულ საკითხში, რომ ყველა კონკურსანტთან ყოფილიყო გასაუბრება, რათა არჩეული ყოფილიყო მიუკერძოებელი კანდიდატი, დღეს არასამთავრობოებიც შეუერთდნენ და მაქსიმალურად ჩაერთვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ყველა კანდიდატთან გასაუბრება. 174 კაცთან ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ კომისიის წევრებს ჰქონოდათ იმის საშუალება, თითოეული ადამიანის CV შეესწავლათ, მოვუწოდებთ ცესკოს, ეს საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან, გადავდოთ, რათა უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს, რადგან არ გვინდა, ეს არჩევნები ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს დაემსგავსოს,“ - აცხადებს დავით კირთაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


