პოლიტიკა
ცესკო არჩევნების მეორე ტურებისა და განმეორებითი კენჭისყრის თარიღები ოფიციალურად დაადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებისა და განმეორებითი კენჭისყრის თარიღები ოფიციალურად დაადგინა - განმეორებითი არჩევნები მარნეულსა და ზუგდიდში 22 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო არჩევნების მეორე ტური 48 საარჩევნო ოლქში 30 ოქტომებრს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
,,რა თქმა უნდა, არის გარკვეული დანაზოგები, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოიყენებს მეორე ტურებისთვის, მაგრამ ჩვენ დამატებით ვითხოვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 056 718 ლარს ყველა იმ არჩევნებისთვის, რომელიც უნდა ჩავატაროთ 22-შიც და 30-შიც“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, 36-ე და და 66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქები 22 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება, გაიმართება თუ არა ამ ოლქებში მეორე ტურები.
,,რაც შეეხება 36-ე და და 66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს - იქ 22 ოქტომბერს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და ამ შედეგების მიხედვით გადაწყდება მეორე ტურის საკითხი“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


