პოლიტიკა
ცერცვაძის საქმეს ვიცნობ, საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადეით, იგი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის საქმეს იცნობს.
მისი თქმით, საქმე ეხება კრიმინალს, რომელიც ცერცვაძემ 2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიდინა.
ამის შესახებ კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში,ლ აბაშიძე-კარასინის ფორატის შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
„ცერცვაძის საქმეს ვიცნობ და ამ საკითხს დღეს განვიხილავთ. საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია. ყველა თემა, როგორიცაა ბრალდებები, ძებნა და ასე შემდეგ, ანუ რომლებიც ადამიანებს ეხება ჰუმანიტარულ სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წყაროები და ვფლობთ ინფორმაციას“,-აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთი ქართველ სამხედროებზე არ ნადირობს.
„ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც სამწუხაროდ, რუსეთის, ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი,რომელიც აფხაზეთში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, მაგრამ, მის საქმეზეც ვილაპარაკებთ დღეს“,-განაცხადა კარასინმა, რომლის თარგმანს რუსთავი2 ავრცელებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


