საზოგადოება
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, წიწამურის გადასახვევამდე ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სამუშაოები იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. ამ გამოწვევის დასაძლევად საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.
„გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება. სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


