სამართალი
ცენტრ პოინტის საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადადის
საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
სახელმწიფო ბრალდების თქმით, ეს არის ის დოკუმენტები, რომლებითაც უშუალოდ დასტურდება ბრალდებულების ბრალეულობა.
როგორც საკითხის კომენტირებისას პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, აქ იგულისხმება როგორც ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ გამოკვლეული იქნება რევიზიის აქტი, რითაც დასტურდება, რომ მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელის მიერ ხდებოდა აღნიშნული თანხების გატანა და შემდგომ უკვე არამიზნობრივად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხარჯვა“,-აღნიშნა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესს დაცვის მხარეს არც ერთი შუამდგომლობა არ ექნება.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარინე ცერცვაძის თქმით, პროკურატურამ მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაასრულა და პროცესი ახალ ეტაპზე გადადის.
„ეს არის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. დავიწყებთ პირველი ტომიდან და განხილული იქნება ყველა წერილობითი მტკიცებულება ცალ-ცალკე. ეს არის ოქმები, აქტები, ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. ყველაფერს გავივლით დეტალურად და შემდეგ უკვე გადაწყვეტს სასამართლო თუ რომელი წერილობითი მტკიცებულება დარჩება საქმეში და რომელი იქნება საქმიდან გამორიცხული“,-აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება მაია რჩეულშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - იგი კვლავა მძიმეა. ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ ცნობას ელოდებიან, რის შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენებენ შუამდგომლობას რჩეულშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


