სამართალი
„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა 10 იანვარს გაგრძელდება
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ “ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდის მომდევნო სასამართლო პროცესი, 10 იანვარს გაიმართება.
სწორედ 10 იანვრის პროცესზე გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა საქმის არსებითი განხილვა სასამართლო დარბაზში, თუ სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ეს პროკურატურას სურს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარვადგინეთ ცნობა, რომელიც გაცემული იყო სამედიცინო დაწესებულების მიერ და აღნიშნული ცნობის საფუძველზე ვითხოვთ მაია რჩეულიშვილის, გურამ რჩეულიშვილის და ირაკლი მინდელის მიმართ საქმის წარმართვას უკვე სამედიცინო დაწესებულებაში. მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა მოისმინა, 10 იანვარს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი“,-განაცხადა მედიასთან საუბარში პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით კი, 9 იანვარს სასამართლო თავად გამოითხოვს, მაია რჩეულშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და 10 იანვარს მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
„თუ მისი ჯანმრთელობის მდოგომარეობა მისცემს საშუალებას, თვითონ მოვა სასამართლო პროცესზე, თუ არა, იმსჯელებენ შეიძლება თუ არა თვითონ პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდეს“,-აღნიშნა ცუცქირიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


