უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 მარტი, 2017 13:45
font-size

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს

სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს.

ამის შესახებ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა, ყველა განაჩენი, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, სამართლიანი იქნება.

„ჩვენ ვინმეს მოტყუების განზრახვა არ გვქონია. ვემსახურებით საქართველოს. მზად ვართ ყველაფერი გავიზიაროთ. ჩვენი მიზანი იყო და იქნება იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც ბედით ჩვენთან არიან დაკავშირებული. მეტი სხვა მიზანი ჩვენ არ გაგვაჩნდა და არ გაგვაჩნია. ბოდიში მინდა მოვუხადო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ურთიერთობაში დაზარალდნენ“, - განაცხადა სხდომაზე რუსუდან კერვალიშვილმა.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, თუ ცენტრ პოინტის საქმე პოლიტიზირებული არ არის, მაშინ, მოსამართლემ გამამრთლებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„თუ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი მაშინ უნდა გამოვიდეს ის განაჩენი რასაც ჩვენ ველოდებით. თუ გამოვიდა გამამატყუნებელი განაჩენი და მთლიანად რჩეულიშვილების ოჯახი ჩასვეს ციხეში, მაშინ კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და პირადი ანგარიშსწორება“,-აღნიშნა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე კი დარწმუნებულია, რომ „მოწმეთა ჩვენებებიდან, ჩატარებული ექსპერტიზის და რევიზიის დასკვნის საფუძველზე, ასევე იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა, მოსამართლეს აძლევს საფუძველს, რომ გამოიტანოს განივრულ ეჭვს მიღმა განაჩენი და დაადგინოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება“.

სასამართლოს სხდომას „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი არ ესწრებოდა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი