უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 აპრილი, 2018 14:05
font-size

„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული მენაშენეები ბინებს მაქსიმუმ სამ წელიწადში მიიღებენ - ადვოკატი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმის არსებითი განხილვა ე.წ. ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე 1-ელი ივნისისთვის გადაიტანეს. სხდომის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. მას ბრალდებაც დათანხმდა იმ განმარტებით, რომ პროკურატურას არ სურს, ხელი შეუშალოს სამმხრივ მოლპარაკებებს დაზარალებულებს, „m2“-სა და „ცენტრ პოინტს“ შორის.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გადადება ემსახურება სამმხრივი ხელშეკრულების შესრულებას. უფლებადამცველის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულებით „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული მენაშენეები ბინებს მაქსიმუმ სამ წელიწადში მიიღებენ.

„ჩვენ ვითხოვთ პროცესის გადადებას, ეს არანაირად არ ემსახურება გაჭიანურებას. აპრილის თვეში გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება და კომპანია „m2“-მა აიღო ვალდებულება, წინაპირობების შესრულების შემდეგ დააკმაყოფილოს ყველა მენაშენე, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ ჯგუფის მიერ ასაშენებელ ობიექტებზე უნდა მიეღოთ ფართი. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ელოდებოდა ბინას, მაქსიმუმ სამ წელიწადში მიიღებს“, - თქვა ადვოკატმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი