პოლიტიკა
წელს შვედეთმა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების 481 მიმართვიდან მხოლოდ 1 დააკმაყოფილა
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს 87-მა მოქალაქემ შვედეთისგან თავშესაფარი მოითხოვა. სტატისტიკა შვედეთის მიგრაციის სააგენტომ გამოაქვეყნა.
იანვარ-თებერვალში შვედეთს საქართველოს 285-მა მოქალაქემ მიმართა, 2017 წელს კი - 1105-მა.
სულ იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება სირიის შემდეგ.
წელს მიგრაციის სააგენტომ საქართველოს მოქალაქეთა 481 მიმართვა განიხილა და თავშესაფარი მხოლოდ ერთ პირს მიანიჭა. შარშან 963 მიმართვიდან არცერთი არ დააკმაყოფილეს.
წელს საქართველოს 17-მა მოქალაქემ ოფიციალურად მიიღო შვედეთში მუშაობის უფლება. შარშან 95 ნებართვა გაიცა.
შვედეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და კრიმინალური დაჯგუფებების გამო. შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით კი შვედეთისა და საქართველოს შს მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული მხარე დათანხმდა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში გადაყვანაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


