უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მარტი, 2018 16:20
font-size

წელს პირველ კლასში 16 და 17 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებსაც მიიღებენ

წელს საჯარო სკოლების პირველ კლასში ის ბავშვებიც ჩაირიცხებიან , რომლებსაც 6 წელი 16 და 17 სექტემბერს შეუსრულდებათ. ეს სიახლე „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ არსებულმა ჩანაწერმა განაპირობა.

კანონში წერია, რომ პირველ კლასში ბავშვები 6 წლის ასაკიდან ირიცხებიან, ხოლო სწავლა 15 სექტემბერს იწყება. ასევე, არსებობს დათქმა, თუ თხუთმეტი სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო პროცესი პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.

წელს 15 სექტემბერი დასვენების დღეს ემთხვევა. შესაბამისად, სწავლის დაწყების მომენტში 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვები უკვე 6 წლის ასაკის იქნებიან.

„ვინაიდან 2018 წლის 15 სექტემბერი შაბათ დღეს ემთხვევა, 2018-19 სასწავლო წლისთვის სწავლის დაწყების თარიღად 17 სექტემბერი განისაზღვრება. სკოლაში შემსვლელი მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის, შესაბამისად, ვისაც 16 და 17 სექტემბერს უსრულდება 6 წელი, მას შეუძლია, ჩაირიცხოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში. შესაბამისად, ეს არ შეეხებათ 18 სექტემბერსა და მომდევნო დღეებში დაბადებულ ბავშვებს, რადგან სწავლის დაწყების მომენტში მათი ასაკი 5 წელი იქნება“, –ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში არსებული მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ეკა ხუციშვილი.

წელს სკოლებში პირველკლასელთა შიდა რეგისტრაცია 10 აპრილიდან, ხოლო ონლაინ რეგისტრაცია მაისის დასაწყისიდან დაიწყება.

ცირა გურგენიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი