პოლიტიკა
ცდილობთ ოპოზიციასთან კონსესუსის მიღწევის იმიტირებას - ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს
ოპოზიციური პარტია მმართველ გუნდს კონსესუსის მიღწევის იმიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებაში დაწერეს.
ოპოზიცია წერს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს საკონსტიტუციო რეფორმებზე მოლაპარაკებებს, თუკი მმართველი გუნდი დათანხმდება 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებასა და პრეზიდენტის არჩევის ფორმის განსაზღვრას პლებისციტის გზით.
მედიანიუსი ოპოზიციური პარტიების წერილს უცველლად გთავაზობთ
„2017 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა შორის გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ გამოვხატეთ ერთიანი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
კონსესუსის მიღწევისათვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე მიერ შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა შესაძლებელად მიგვაჩნია პლებისციტის მეშვეობით.
„ქართული ოცნების” მხრიდან ჩვენი პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად ვართ შევიდეთ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.
მიუხედავად ჩვენს მიერ გამოხატული ზემოხსენებული, სრულიად ლოგიკური და მკაფიო პოზიციისა, თქვენ ცდილობთ გვერდი აუაროთ მას და თქვენთვის სასურველ ფორმატში წარმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია, რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსესუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას.
წინამდებარე წერილზე ხელმომწერი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს და გაითვალისწინოს, რომ რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერისა თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსესუსის მინიმალურ სტანდარტს და სრული პასუხისმგებლობა კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


