პოლიტიკა
წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა - არქიმანდრიტი ბართლომე
ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. ამის შესახებ სასულიერო პირმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
არქიმანდრიტის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგი მისთვის გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობამ ხალხისადმი ყურადღება მიანელა, რაც ბუნებრივი პროცესია.
„გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობაში ვიღაცები შეიძლება არ ვარგოდნენ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავშირებული. მე მღვდელი ვარ, დავდიოდი ციხეში, აღსარებებს ვიღებდი და ბოლოს აღარ გამიჩნდა სურვილი, ციხეში მივსულიყავი. ისეთ რამეს ვისმენდი, რომ ვერავის ვერ ვეუბნებოდი და შინაგანად დიდი პრობლემა მქონდა. დატევა წარმოუდგენელი იყო. როცა ციხის პრობლემები, ასე რომ ვთქვათ, „გასკდა“, მაშინ მე გლდანის ციხესთან მივედი და ვთქვი, რომ სააკაშვილი არა მარტო საქართველოს, არამედ ამ პრობლემების გამო, სამყაროს წინაშე იყო დამნაშავე“,- განაცხადა მამა ბართლომემ.
მისივე თქმით, პირველი ტურის შედეგები საგანგაშო არ არის, რადგან მოსახლეობის აქტივობა დაბალი იყო.
„საერთოდ ამბობენ, რომ სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. მე თუ არჩევნებზე მივდივარ და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი, ე.ი. პოლიტიკაში ვმონაწილეობ" , - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


