პოლიტიკა
წარმოიდგინეთ, ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობები საქართველოსთან, მაგრამ ნატო-ს ბაზა და ბიოლაბორატორია მაინც გააგრძელებს მუშაობას - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ლუგარის ლაბორატორიასა და ნატო-ს მიერ საქართველოში ბაზების მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუკი რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას გაწყვეტს, ეს არაფერს არ შეცვლის. ასე უპასუხა მან რადიოსადგურ Комсомольская правда-ის პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვას.
„ჩვენ დავალაგეთ პირდაპირი ფრენები, ტურისტები მიფრინავენ, ჩვენ ვართ საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი... წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობები, და ბაზა [ნატო-სი] ისევ მუშაობს, ბიოლაბორატორია მუშაობს. შემდეგ რა?“, - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ბიოლაბორატორიები საქართველოს გარდა ასევე არის სომხეთსა და უკრაინაში.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
მომდევნო დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


